loader

"მიშა! მოგმართავ..." - მიხეილ სააკაშვილის მამა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშა! მოგმართავ..." - მიხეილ სააკაშვილის მამა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ენერგია შემდგომი ბრძოლისთვის უნდა მოიკრიფოს.

"სხვა საშუალება ჩემს შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია, სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ. მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება, მალე შეხვედრამდე", - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს.