loader

რამდენი ადამიანია მოყოლილი ბათუმში კორპუსის ნანგრევების ქვეშ? - შს მინისტრის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი ადამიანია მოყოლილი ბათუმში კორპუსის ნანგრევების ქვეშ? - შს მინისტრის განცხადება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, შემთხვევის ადგილას განუცხადა.

„რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.