loader

"ქართული ოცნება" ვიდეოს ავრცელებს - "მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნება" ვიდეოს ავრცელებს - "მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება"

„ქართული ოცნება“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფიკო ჩვამანია ზუგდიდში, 67-ე ოლქის მე-8 უბანზე, სავარაუდოდ, ბიულეტენებს იპარავს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ფაქტი სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„საზოგადოების ყურადღებას ერთ ფაქტზე გავამახვილებ, რაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ, იპარავს ბიულეტენებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.