loader

მძიმე კადრები, დაღუპულია ერთი ადამიანი - გორი-იგოეთის მაგისტრალზე ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი მანქანა გადავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები, დაღუპულია ერთი ადამიანი - გორი-იგოეთის მაგისტრალზე ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი მანქანა გადავარდა

გორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.