loader

საფრთხე დიდ დიღომში და შეშინებული ადგილობრივები - "სანამ ტრაგედია არ დატრიალდება, მანამდე ყურადღებას არავინ მოგვაქცევს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრთხე დიდ დიღომში და შეშინებული ადგილობრივები - "სანამ ტრაგედია არ დატრიალდება, მანამდე ყურადღებას არავინ მოგვაქცევს"

ბათუმის ტრაგედიამ იმ კორპუსების მცხოვრებლები შეაშინა, რომელთა კორპუსებსაც მიშენება-მოშენება-დაშენება აქვს ან ავარიულია და უკვე წლებია ამ კორპუსებში ცხოვრობენ. სოციალურ ქსელში ბოლო რამდენიმე დღეა ხშირად შეხვდებით ისეთ პოსტებს, სადაც თბილისის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლები მათი საცხოვრებელი კორპუსების შემოწმებას ითხოვენ.

ერთ-ერთი ასეთი დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონის 34-ე კორპუსია, სადაც ამ კორპუსის მცხოვრებლები კორპუსის შემოწმებას ითხოვენ, უნდათ დარწმუნდნენ, რომ ამ კორპუსში ცხოვრება უსაფრთხოა.

ამბობენ, პირველ სართულზე მცხოვრებლებმა მეორე და მესამე სადარბაზოს ძირი გამოუთხარეს და საყრდენი კედელიც მოშალეს. ამბობენ, რომ 1 წლის წინ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათი კორპუსი შეამოწმა და უთხრეს, რომ ამ კორპუსში ცხოვრება საფრთხის შემცველი იყო, თუმცა მას შემდეგ ეს ამბავი ყველამ დაივიწყა.