Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 620 კვლევა ტესტით, მათ შორის, 32 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 075 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.21%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 982 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 607 563-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 370 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 899, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 250, გურია - 100, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 702, მცხეთა-მთიანეთი - 99, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 32 448, საიდანაც:

4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 675, აჭარაში - 433, იმერეთში - 1 189.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 088 პირი, მათ შორის, თბილისში - 351, აჭარაში - 80, იმერეთში - 374. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 249 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 18, იმერეთში - 27.

889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 451 - თბილისში, 252 - აჭარაში.

26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 256 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 442 ადამიანი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს