loader

"თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს?" - ირაკლი ღარიბაშვილის ხუმრობა ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს?" - ირაკლი ღარიბაშვილის ხუმრობა ჟურნალისტებს

გეტყვით ხუმრობით - თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს? - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მის სავარაუდო გადადგომას ეხებოდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხზე განმარტება „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააკეთა.

„იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ და ჩვენი გუნდის წევრებმა, თქვენ მაინც ამ უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. გეტყვით ხუმრობით - თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს?“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.