loader

კადრები რუსთავიდან - "ქართული ოცნების" აქტივისტებმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების სამარშრუტო ტაქსებსა და ავტომობილებს ცოცხები დაუშინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსთავიდან - "ქართული ოცნების" აქტივისტებმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების სამარშრუტო ტაქსებსა და ავტომობილებს ცოცხები დაუშინეს

ხმაური იყო რუსთავში. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე რუსთავიდან თბილისისკენ მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებით სავსე სამარშრუტო ტაქსებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ცოცხები დაუშინეს.

ერთ-ერთმა აქტივისტმა გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსიში ასვლა და მგზავრებისთვის ცოცხის ჩარტყმა სცადა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.