loader

“მიშა, მინდა გთხოვო შეწყვიტო შიმშილობა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები - შეხვედრამდე თავისუფლებაზე“ - იულია ტიმოშენკო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიშა, მინდა გთხოვო შეწყვიტო შიმშილობა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები - შეხვედრამდე თავისუფლებაზე“ - იულია ტიმოშენკო


“ძვირფასო მიშა, კარგად ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად. ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები“, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გაუშვეს.

როგორც იულია ტიმოშენკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტოს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.