loader

უდიდესი ტრაგედია ტაივანში: შენობას, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, 50-მდე ადამიანი შეეწირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უდიდესი ტრაგედია ტაივანში: შენობას, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, 50-მდე ადამიანი შეეწირა

ტაივანის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰაოსიუნში 13-სართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ინციდენტის დროს 46 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 კი დაშავდა. ინფორმაციას 14 ოქტომბერს ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხი CGTN ავრცელებს. 

არსებული მონაცემებით, ხანძარი გვიან ღამე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ კორპუსის პირველ სართულებზე ოფისები და მაღაზიები იყო, ზემოთ კი - საცხოვრებელი სივრცეები.

ხანძრის ჩაქრობაში 400-მდე ადამიანი მონაწილეობდა.