X
შსს "ნაციონალების" მიერ გუშინ საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურის პოვნაზე განცხადებას ავრცელებს
12:03 / 15-10-2021
შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის როგორც რადიოსადგურის, ასევე მობილური კავშირის მეშვეობით.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა გუშინ, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკრებულოს მესამე სართულზე ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. მისი ინფორმაციით, საკრებულოს მესამე სართულიდან უცხო პირმა ჩემოდნები ჩამოიტანა, რითიც ხმაური გამოიწვია და მისი ყურადღება მიიპყრო. ლიპარტელიანის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურის პოვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს