loader

რამდენი ლარით დაჯარიმდა გიგი უგულავა - შსს ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი ლარით დაჯარიმდა გიგი უგულავა - შსს ინფორმაციას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა.

როგორც ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხასდეს, გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. ამასთან, 7 ოქტომბერს გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. გიგი უგულავას აქციაზე სიტყვით გამოსვლას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. გუშინ უგულავამ სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხი გამოაქვეყნა. „მე სრულად ვარ ჯანმრთელი, ასე ვიყავი 14 ოქტომბერსაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა“, - დაწერა ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ.