loader

გრეტა თუნბერგი ამღერდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრეტა თუნბერგი ამღერდა

შაბათს, 16 ოქტომბერს, სტოკჰოლმში Climate Live-ის გალა-კონცერტი ჩატარდა. სცენაზე მოულოდნელად 19 წლის გრეტა თუნბერგი გამოვიდა, რომელმაც 80-იანების ჰიტი Never going to give you იმღერა. აღსანიშნავია, რომ გრეტა სხვა აქტივისტთან, ანდრეას მაგნუსონთან ერთად მღეროდა. 

თუნბერგმა განაცხადა, რომ ამ სიმღერით სურდა ადამიანებისთვის შეეხსენებინა, რომ ეკოაქტივისტები უბრალო მოზარდები არიან, რომლებსაც ხუმრობა და სიმღერაც შეუძლიათ. 

"მითია, რომ ეკოაქტივისტები ბოროტი ბავშვები არიან", - თქვა გრეტამ. 

აღსანიშნავია, რომ თუნბერგი შემოქმედების ოჯახში გაიზარდა - მისი დედა ერმანი ოპერის მომღერალია, ხოლო და ბეატეა ასევე გატაცებული იყო მუსიკით.