X
"არავაქცინირებულებისთვის უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები... ტალღების თვლას უკვე აღარანაირი აზრი არ აქვს" - დავით სერგეენკო
18:00 / 18-10-2021
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საჭიროა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და უპირატესობა ვაქცინირებულებს მიენიჭოთ.

მისივე თქმით, თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ გამოიღო, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული და რისკ-ჯგუფების ნიშნით სავალდებულო აცრისთვის.

სერგეენკოს შეფასებით, ეპიდვითარება ცალსახად უარესდება და ტალღების თვლას უკვე აღარანაირი აზრი არ აქვს.

“იქნება მეხუთე, მეშვიდე თუ მეთორმეტე, ამის თვლას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ყველამ უნდა გამოვყოთ ის რესურსი, რაც შეგვიძლია - ქუჩაში ქადაგად დავეცეთ და ყველას ვთხოვოთ, რომ მარტივი პირბადე ატარონ სწორად და არა ნიკაპზე... ნიღაბი იცავს და რისკებს ამცირებს.

რაც შეეხება აცრებს, ძალიან სამწუხაროა, ხანდახან ანტივაქსერები ცნობადი სახეები თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხდებიან. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ორ საუკუნეზე მეტია აცრაზე უკეთესი საშუალება ინფექციური დაავადების წინააღმდეგ არავის არ მოუგონია.

შეზღუდვები პანდემიის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების განუხრელი აღსრულება და შესრულება. პრობლემის შესარბილებლად ქვაკუთხედი მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირებაა. უკვე ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს. არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება შეზღუდვები სელექტიურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს.

სავალდებულო აცრებს მნიშვნელობა მაშინ ექნება, თუ მას შესაბამისი აღსრულება ექნება. მხოლოდ რეგულაციაში ასახული სავალდებულოობა საკმარისად ეფექტური არ იქნება. ახლა უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციულად ჟღერდეს - უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული ნიშნით და რისკ-ჯგუფების სავალდებულო აცრისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ტეგები:
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს