loader

“ვიწყებთ მარათონს, რომელიც იქნება რეგიონებს შორის შეჯიბრის ტიპით“ - ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის შესახებ ახალი ინფორმაცია გააჟღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვიწყებთ მარათონს, რომელიც იქნება რეგიონებს შორის შეჯიბრის ტიპით“ - ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის შესახებ ახალი ინფორმაცია გააჟღერა


ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ცენტრისა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შიდა ქართლის 4 სოფელში, კავთისხევში, ხიდისთავში, კარალეთში და ხელთუბანში იმყოფებოდა.

„პირველ ორ სოფელში იყო ძალიან მაღალი აქტივობა და მოსახლეობის მეტი წილი ისედაც აცრილი იყო. ბოლო ორ სოფელში, არის შედარებით ნაკლები აქტივობა, შეინიშნება ამ სოფლებში ეპიდვითარების გაუარესებაც. გაიცა კონკრეტული დავალებები ვაქცინაციის მიმართულებით გააქტიურების მიზნით, თვითონ ოჯახის ექიმები მივლენ ადგილზე, მათთან ვისაც არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, გაააქტიურებენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მათ იციან თავიანთი მოქალაქეების საჭიროებები და აქვთ ინფორმაცია იმათ შესახებ, ვისაც გადაააგილება უჭირს, შესაბამისად მნიშვნელოვანი არის ყველა ამ რგოლის ერთობლივი მუშაობა. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით, ასევე გავაგრძელებთ მონიტორინგს, იმ სოფლებში, რომლებიც ვაქცინაციის მარათონში ჩაერთვებიან. იმედი მაქვს ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და საქართველო, დათქმულ ვადაზე, შეძლებს ზრდასრული მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად მოვხსნათ შეზღუდვები და მივცეთ ჩვენს პატარებს იმის საშუალება, რომ შეუფერხებლად მიიღონ განათლება ადგილზე, სკოლაში,“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ