loader

"მართალია, გაბარიტებში დიდი არის და სააკაშვილის კალთაში კარგად ვერ ჩაჯდება, მაგრამ..." - ალუდა ღუდუშაურის განცხადებას პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მართალია, გაბარიტებში დიდი არის და სააკაშვილის კალთაში კარგად ვერ ჩაჯდება, მაგრამ..." - ალუდა ღუდუშაურის განცხადებას პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებამ ოპოზიციის მისამართით სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

დაპირისპირება ფიზიკურ გაწევ-გამოწევამდე მანდატურებისა და თავად დეპუტატების ჩარევის შედეგად არ მისულა.

ღუდუშაურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაპირველად სალომე სამადაშვილს მიმართა და წინა ხელისუფლების მანკიერი მხარეები გაახსენა. შემდეგ მან შალვა შავგულიძეს მიმართა, გაეხსენებინა, თუ როგორ და რა პირობებში უწევდათ ადვოკატებს მსჯავრდებულების მონახულება. ალუდა ღუდუშაურმა ასევე მამუკა ხაზარაძესაც მიმართა და წინა ხელისუფლების პერიოდში სესხების გაცემის პირობები გაახსენა, მათი მისამართით კი ტერმინი "უტიფარი" გამოიყენა და განაცხადა, რომ ხალხს ყველაფერი ახსოვს.

ალუდა ღუდუშაურთან მისვლა და მისთვის პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სცადეს, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა.