loader

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი" - კახა კალაძე ნიკა მელიას განცხადებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი" - კახა კალაძე ნიკა მელიას განცხადებაზე

"ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე", - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ სკოლებში კვება უფასო უნდა იყოს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება ტყუილი დაპირებაა.

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე. მუნიციპლიტეტს რაც შეეხება, უამრავი მიმართულებით შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, არა ის ტყუილი დაპირებები, რაც ვნახეთ", - აღნიშნავს კალაძე.