X
"სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება, ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო" - მიხეილ სააკაშვილი
12:48 / 20-10-2021
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს. გთავაზობთ მას უცვლელად:

"მინდა ვუპასუხო პროვოკაციას, რომლის უკან აშკარად რუსული ყურები მოსჩანს. კომუნისტების დროიდან 1979 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩემს მასწავლებელ მარა ჭავჭავაძესთან ერთად, ჯერ კიდევ ბავშვი დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ ყველა მის პოზიციას, ძირითადად საეკლესიო საკითხებზე. პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს. თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის, შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები... შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხცა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი.

იქნებ, ამ სპეკულაციების ავტორებმა იმაზე ამოიღოს ხმა, რომ სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო და რაც შეეხება დანარჩენს არავის არ ვურჩევ ისტორიის გადაწერას ვინაიდან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს. 
მიხეილ სააკაშვილი"
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს