loader

"ბავშვი უკვე აცრილი იყო, ამაზე ძალიან გავბრაზდი" - სკანდალური განცხადება, რას ამბობს ქალი, რომელიც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინით აცრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვი უკვე აცრილი იყო, ამაზე ძალიან გავბრაზდი" - სკანდალური განცხადება, რას ამბობს ქალი, რომელიც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინით აცრეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის პროცესის განხორციელების უფლება არ ჰქონდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად, C ვიტამინი გაუკეთა, უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდა.

„აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას იმუნიზაციის პროცესის განხორციელების უფლება არ ჰქონდა. იქ მომუშავე ექიმი, რომელიც აცრების პროცედურას ახორციელებდა, უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდა და მას საერთოდ არანაირი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება არ ჰქონდა.

ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ აღნიშნული ექიმი რეგულირების სააგენტოს მიერ 2002 წელს გამოვლინდა და მას ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა დაეკისრა უკანონო საექიმო საქმიანობისთვის, მას გაყალბებული ჰქონდა 4 სერტიფიკატი, რა მიმართულებითაც თავის საქმიანობას ახორციელებდა. აღნიშნული მასალები პროკურატურას შემდგომ რეაგირებისთვის გადაეგზავნა. რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე არიან ახლაც, დეტალურად სწავლობენ ყველა ინფორმაციას და თუ დამატებით რამე კიდევ გამოიკვეთა, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მათ გოგელიას კლინიკაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, c ვიტამინი გაუკეთეს. როგორც მათ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნეს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში თანხა გადახდილი ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.