loader

სისხლიანი გარჩევა - ბათუმში მამაკაცი ჩაცხრილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი გარჩევა - ბათუმში მამაკაცი ჩაცხრილეს

ბათუმში მამაკაცი ჩაცხრილეს. დაჭრილი 50 წლამდე მამაკაცი კლინიკა ბმს-ში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.