loader

რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია? - ჯანმო-ს პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია? - ჯანმო-ს პროგნოზი

პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გაგრძელდება, რადგან დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის საჭირო ტემპი არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ კოვიდკრიზისი ადვილად გადაიწევს 2022 წელში.

ჯანმოში აცხადებენ, რომ აფრიკაში მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული, მაშინ, როდესაც დანარჩენ კონტინენტებზე ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს.

ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინების რიგში თავიანთი ადგილები დათმონ, რათა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება მიეცეთ, პრიორიტეტი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიანიჭონ.

„ნამდვილად უნდა ავჩქარდეთ, თორემ ეს პანდემია გაგრძელდება იმაზე ერთი წლით მეტხანს, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო“, - აღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.