loader

"პირდაპირ გეტყვით... წააგებენ ამ არჩევნებს, თუ ამას არ გააკეთებენ" - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირდაპირ გეტყვით... წააგებენ ამ არჩევნებს, თუ ამას არ გააკეთებენ" - გია ხუხაშვილი

“არც ოპოზიციაა ადეკვატური, პირდაპირ გეტყვით. "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი, ვინც მიშას გათავისუფლებას ითხოვს, ის ისედაც მობილიზებულია, არ სჭირდება ამ ხალხს მობილიზება. მელია "ნაციონალური მოძრაობის" სრული მობილიზების პირობებშიც ვერ იგებს. მელიას სჭირდება გახარიას, ანა დოლიძის და სხვების ამომრჩეველი და ამ ამომრჩეველს არ აინტერესებს, მიშა ციხეში იჯდება თუ არა. ბევრს საერთოდ უნდა, რომ იჯდეს ციხეში. მელია ამ ხალხს მიშათი ვერ მოიზიდავს, სხვა თემებია საჭირო. უამრავი პრობლემა აქვს ხელისუფლებას – პანდემია მიშვებულია, იქით ავარიულია სახლები და უბედურ დღეში ვართ. ამ ხალხს აინტერესებს, კახა კალაძე იქნება უკეთესი მერი თუ მელია. არ აინტერესებს მიშას საკითხი. 30 ოქტომბრამდე, რომ გასკდეს ყველაფერი, რომ დაიქცეს ქვეყანა, მაინც არავინ გამოუშვებს მიშას. რეალურ პრობლემებზე ილაპარაკონ, თორემ წააგებენ ამ არჩევნებს. წააგებენ, თუ გახარიას, "ლელოს", ანა დოლიძის ამომრჩევლებმა ხმა არ მისცა მელიას, წააგებს ამ არჩევნებს! - ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მთავართან” განაცხადა.