ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტების ოჯახებს 111 დოლარი გადაეცათ
სიკვდილი, გმირის სახელით. ავღანეთის მთავრობა თვითმკვლელ ტერორისტებს ისლამის გმირებს უწოდებს.
„თალიბანი“ თვითმკვლელი ტერორისტების ქმედებებს, რომლებიც ყოფილი მთავრობისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ განახორციელეს, მიესალმება და მათ ოჯახებს ფინანსურ დახმარებასა და მიწებს ჰპირდება.
სირაჯუდინ ჰაქანი ახლა ავღანეთის მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრია. სწორედ მისი ინიციატივით მოხდა თვითმკვლელი ტერორისტების ოჯახებთან შეხვედრა. როგორც “თალიბანის“ სპიკერი ყარი საიდ ხოსტი ამბობს, ჰაქანმა ოჯახებს ტანსაცმელი და 10 000 ავღანი, დაახლოებით 111 დოლარი უკვე გადასცა.
ავტორი: ნინი ქობალია