loader

“მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც გლდანის ციხეს ეკუთვნის“ - პირადი ექიმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც გლდანის ციხეს ეკუთვნის“ - პირადი ექიმი


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც „ის იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“.