loader

ცნობილია "ფაიზერის" ბუსტერ დოზის ეფექტურობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია "ფაიზერის" ბუსტერ დოზის ეფექტურობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები

„ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზამ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა 95.6 %-მდე გაზარდა, მათ შორის, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგაც. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

მათი განცხადებით, ცდებმა შეამოწმა 16 წლიდან ზევით ასაკის 10 000 ადამიანი და აღმოაჩინა, რომ ბუსტერულ დოზას ჰქონდა უსაფრთხოების კეთილსაიმედო პროფილი.

კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 16-დან 55 წლამდე მერყეობდა.

„ფაიზერში“ მანამდე განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობა ორმაგი დოზის შემდეგ, კვლევების მიხედვით, დროთა განმავლობაში 96%-დან 84%-მდე იკლებს, კერძოდ, მეორე დოზიდან ოთხი თვის შემდეგ.

ცნობილია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაგეგმა ბუსტერული დოზების შემოღების საკითხი.