loader

სამხრეთ კორეაში "კალმარის თამაშის" ფორმებით მასობრივი პროტესტი მოეწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხრეთ კორეაში "კალმარის თამაშის" ფორმებით მასობრივი პროტესტი მოეწყო

სამხრეთ კორეაში 20 ოქტომბერს პროფკავშირების ათასობით თანამშრომელი "კალმარის თამაშის"
ფორმებით ქუჩებში გამოვიდა.

პროტესტში ჯამში 80 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ 13 ქალაქში გაფიცვა გამოაცხადეს. მათი
მოთხოვნა არამუდმივი თანამშრომლებისთვის მინიმალური ანაზღაურების გაზრდა და სამუშაო
პირობების გაუმჯობესება იყო.

პროტესტმა სეულში მოძრაობა შეაფერხა. პრეზიდენტმა მუნ ჩშე ინმა კი მომიტინგეებს მოუწოდა,
რომ თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებებისგან, რათა არ მოხდეს კორონავირუსის გავრცელება.