loader

"ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ და მელიამ წუხელ ისტერია, პანიკა დათესეს და არარსებული ამბავი გამოიგონეს" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ და მელიამ წუხელ ისტერია, პანიკა დათესეს და არარსებული ამბავი გამოიგონეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

გუშინ, ღამე სრული ისტერია, პანიკა დათესეს - ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს!- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია რეგიონებში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არარსებული ამბავი გამოიგონეს, თითოქოს, მისი დავალებით სპეცრაზმის გაგზავნას აპირებდნენ სამეგრელოში.

„მინდა ავუხსნა მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით. ამაზე განცხადებაც გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა. გუშინ, ღამე სრული ისტერია, პანიკა დათესა ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ და მელიამ, ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანმა.

არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითოქოს, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებაზე. ასეთი ტყუილებით მმართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები. ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს. ეს იმას უკავშირდებოდა, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა. ჩასულები ვიყავით რამდენიმე დღის წინ და იქ მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკეთ. არაფერი არ მისაუბრია ფაქტების გარდა. მე მხოლოდ ფაქტები შევახსენე მოსახლეობას, ახლაც ფაქტებით ვსაუბრობ, როგორ მმართავდნენ ჩვენს ქვეყანას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამ ძალადობაზე ვსაუბრობდი. რა უნდა მოხდეს? ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ, თვითონ რასაც მოიმოქმედებდნენ და დაგეგმავდნენ, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსრუდული პანიკა“, - აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.