loader

"ჩვენი გადაწყვეტილებით, იანვრიდან დავიწყებთ" - რა სიახლე გააჟღერა ირაკლი ღარიბაშვილმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი გადაწყვეტილებით, იანვრიდან დავიწყებთ" - რა სიახლე გააჟღერა ირაკლი ღარიბაშვილმა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო მოხელეების ხელფასი იანვრიდან გაიზრდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო მოხელეებს ხელფასი წლებია არ გაზრდია და ეს პრობლემაა.

„საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა არ მომხდარა უკვე ძალიან ბევრი წელია და ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, რადგან ბევრი, კვალიფიციური საჯარო მოხელე მუშაობს დღეს საჯარო სამსახურში და მათი ხელფასები არ გაზრდილა წლებია. ჩვენი გადაწყვეტილებით, იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდას დავიწყებთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქუთაისშიც მერს იდეები და პროექტები აქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.