loader

გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა - "წყალს წაუღია ყველა პარტია, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა - "წყალს წაუღია ყველა პარტია, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა"

წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ „ბალაგანზე“, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა, - ასე უპასუხა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ სააკაშვილთან შესახვედრად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შედიან, გრიგოლ ვაშაძე კი ამ პარტიის წევრი აღარ არის.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკშვილთან მისი ცხოვრების "უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული".

მისივე განმარტებით, რაზე ილაპარაკა ყოფილ პრეზიდენტთან ჟურნალისტებთან განხილვას არ ექვემდებარება. ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს. "გონება, როგორც ყოველთვის, სამართებელივით აქვს" , - აღნიშნა ვაშაძემ.