loader

"ნახეთ ადამიანი რას გავს, კბილები აქვს ჩამომტვრეული" - დავით კირკიტაძეს თავს დაეხნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნახეთ ადამიანი რას გავს, კბილები აქვს ჩამომტვრეული" - დავით კირკიტაძეს თავს დაეხნენ

დავით კირკიტაძემ რუსთავში, მის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები სამართალდამცავი უწყების აგენტები არიან.

„იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ეს ის ადამიანები გახლავთ, ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო და მაშინ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, რადგან ეს პირები მათი აგენტები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაზარალებულებიც არიან და ისინი ახლა დაკითხვაზე გადაჰყავთ. მივმართავ ყველა ქვეყნის საელჩოს და დიპლომატიურ მისიებს, ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად იმყოფებიან აქ, ამ ფაქტს თუ რეაგირება არ მოჰყვა, გარწმუნებთ, არავითარი ნდობა არჩევნების პროცესსა და სამართალდამცავებს არ ექნებათ ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ვიდეო: ტვ პირველი