loader

"უკვე არასწორია, რასაც ამბობთ, არც ერთხელ არ მითქვამს ეგ სიტყვა" - რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ექიმებთან საუბრისას არ განხილულა არც ერთი კონკრეტული სამოქალაქო კლინიკა, სადაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკვე არასწორია, რასაც ამბობთ, არც ერთხელ არ მითქვამს ეგ სიტყვა" - რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ექიმებთან საუბრისას არ განხილულა არც ერთი კონკრეტული სამოქალაქო კლინიკა, სადაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს

რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. შევეცდები, გავესაუბრო და გავარკვიო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ბრეგაძემ კონსილიუმის წევრ ყველა ექიმს მადლობა გადაუხადა.

„რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. ვეცდები. რომ გავესაუბრო და გავერკვე ამ მიზეზშიც. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დღეს დატოვა.