loader

“ამ მანქურთებს არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს მიხეილ სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში... ქართველი ხალხი ამოთხრის ნებისმიერი ადგილიდან“ - გიორგი ბარამიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამ მანქურთებს არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს მიხეილ სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში... ქართველი ხალხი ამოთხრის ნებისმიერი ადგილიდან“ - გიორგი ბარამიძე


“მხოლოდ ამ მანქურთებს, ამ აბსოლუტურ უტიფარ ტიპებს, რომლებსაც ხელში აქვთ ჩაგდებული საქართველო და პირდაპირ პუტინის გეგმას ემსახურებიან, არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს მიხეილ სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში. ამათ ქართველი ხალხი, რა დროც არ უნდა გავიდეს, ამოთხრის ნებისმიერი ადგილიდან, დედამიწაზე ვერ დაიმალებიან, ეს როგორ არ ესმით?“ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს არ ამშვიდებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს ეროვნულ გმირს.