loader

"როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს" - სიახლე, რომელიც კობა ნაყოფიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს" - სიახლე, რომელიც კობა ნაყოფიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა

„ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის სართულზე რემონტი ჩაატარა და ციხის ფანჯრები დაბურა იმ მიზნით, რომ მხარდამჭერებმა სააკაშვილი გარედან ვეღარ დაინახონ.

ამასთან, როგორც ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა პირს, გარდა ადვოკატებისა, ციხიდან სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალა. კობა ნაყოფიას შეფასებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებას უკვე სააკაშვილის კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინია. შესაბამისად, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რომ დაუშვან, „პანიკაში ჩავარდებიან”.