loader

“ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება“ - მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება“ - მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს


გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების #12 დაწესებულების დატოვების შემდეგ გააცნო.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ის რუსთავის #12 დაწესებულებაში დარჩენას აპირებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.

“როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე - მიხეილ სააკაშვილი