loader

რა ხდება ამ წუთებში თბილისის ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში თბილისის ქუჩებში

თბილისის ქუჩებში მოძრაობა პარალიზებულია.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო 27 ოქტომბრის 00:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

კერძოდ, გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 17:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნ. ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.