loader

თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ადგილობრივების ცნობით, სოფელ რუისპირში სწრაფად მოძრაობის გამო მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა. შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ჩარევა გახდა საჭირო.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.