loader

მარინა ეზუგბაია ანტივაქსერებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარინა ეზუგბაია ანტივაქსერებს მიმართავს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ანტივაქსერულ კამპანიაში მყოფი ადამიანების პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების გარდაცვალება, რომლებიც ამ კამპანიის გავლენით არ იცრებიან და შემდგომ ინფიცირდებიან.

"ძალიან დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ მხრებზე. თითოეული მათგანის მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც ინფიცირდება და შეიძლება ამ ინფიცირებული პიროვნების სიცოცხლე სიკვდილით დამთავრდეს, მართალი გითხრათ, ამ ანტივაქსერულ კამპანიაში მყოფი ყველა ადამიანის მძიმე ტვირთია. ჩვენ ყველანი ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებზე. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში და მოსახლეობას დაანახონ და გააგებინონ, რომ ვაქცინაცია არის კოვიდდაავადების დამმარცხებელი. სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია", - ამის შესახებ ეზუგბაიამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.