loader

"ეს ორი ფაქტორი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს..." - ირაკლი კობახიძემ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ორი ფაქტორი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს..." - ირაკლი კობახიძემ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა

არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომლებიც ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, პარტიის მხარდამჭერთა შეკრებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ 30 ოქტომბერს უპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის არის მუდმივი საფრთხე.

„30 ოქტომბერს ტარდება 2024 წლამდე ბოლო არჩევნები. დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომლებიც ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, საბოლოოდ დავამთავროთ ქვეყანაში პოლარიზაცია და ის განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ. 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს, სიძულვილსა და სიყვარულს შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის; 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.