loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 157 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 950 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 009 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 707 290-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.97%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 177 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 647 878-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 918 პირი ემსხვერპლა.