X
რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილის ახალი განცხადება გავრცელდა
11:51 / 28-10-2021
პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ, რუსებივით იქცეოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია აღნიშნული.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება აღარ ეძლევა.

„პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში ჩვენ შორის არსებული შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში. სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ, დიდი ხანია გავიგეთ. ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს! დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება! მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ, რუსებივით იქცეოდნენ“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე ვრცელდება.

ამასთან, სააკაშვილი თავის განცხადებაში საუბრობს უკრაინელ ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვასთან შეხვედრაზე და ამბობს, რომ მისი ძალიან მადლიერია.

„მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა“, - აცხადებს სააკაშვილი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს