loader

"დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას..." - რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის ახალი წერილი წაიკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას..." - რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის ახალი წერილი წაიკითხა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს და შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ მის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო.

„როგორც იცით, ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით - არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს."