loader

ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე მოხმდარ ინცინდენტთან დაკავშირებით პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე მოხმდარ ინცინდენტთან დაკავშირებით პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პირველ საჯარო კომენტარს აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაცვლილ ოპერატორ ქალზე თქვა, რომ ის მისი მეგობარი იყო.

„იმ დღეს, როდესაც სანტა ფეში ჩამოვედი და გადაღებები დავიწყეთ, ჰალინა რეჟისორ ჯოელთან ერთად სადილზე დავპატიჟე“, - აღნიშნა ბოლდუინმა. მისი თქმით, მათ ძალიან კარგად კოორდინირებული გუნდი ჰქონდათ.

„ერთად ვიღებდით ფილმს და შემდეგ ეს საშინელება მოხდა“, - იხსენებს მსახიობი.