loader

მსოფლიოში ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს

სოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 28.2 მილიონი ადამიანი იცრება.

ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 45.5 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.25 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 591 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 419 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67 % აიცრა, აშშ-ში 57,8 %, ჩინეთში კი - 76.3 %-ზე მეტი.