loader

"ორი კვირაა, რაც ჩამოვიდა" - რას ჰყვება ვერაზე მოკლულის თანამშრომელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორი კვირაა, რაც ჩამოვიდა" - რას ჰყვება ვერაზე მოკლულის თანამშრომელი

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის ცენტრის თანამშრომლის, მადონა გაჩეჩილაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მკვლელობაში ბრალდებული მომსახურებაზე უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ცივი იარაღით დაბრუნდა.

ადგილზე აცხადებენ, რომ მასაჟის ცენტრში მოკლული ტაილანდის მოქალაქე 38 წლამდე ტრანსგენდერი ქალია.

"თავიდან მოვიდნენ სამნი და წავიდნენ, შემდეგ ერთი დაბრუნდა. როგორც ვიცით, რაღაც მომსახურებაზე უთხრეს უარი და მერე დაბრუნდა ცივი იარაღით. იგი ორი კვირის წინ ტურისტულად ჩამოვიდა და აპირებდა ემუშავა მასაჟისტად", - განაცხადა მადონა გაჩეჩილაძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.



ვიდეო: გიორგი ჟამერაშვილი