loader

“ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ გამარჯვებული ბათუმის ბულვარში თავაწეულმა არ გავიარო“ - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ გამარჯვებული ბათუმის ბულვარში თავაწეულმა არ გავიარო“ - მიხეილ სააკაშვილი


“ახლა მთავარია თავისუფლების კვარტალად მთელი საქართველო ვაქციოთ და სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ყველგან ისინი უნდა გავხსნათ. აქაც, ციხესთან თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ გამარჯვებული ბათუმის ბულვარში თავაწეულმა არ გავიარო“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გზავნილში წერს, რომელიც ბათუმში საპროტესტო აქციაზე გააცნეს საზოგადოებას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე დიდი უპირატესობით დამარცხდა, რაც მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მთავარია ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანონ.