loader

“ლავასოღლი, პირდაპირ გეუბნები!“ - ნიკა მელიას სკანდალური მიმართვა ე.წ. კანონიერ ქურდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ლავასოღლი, პირდაპირ გეუბნები!“ - ნიკა მელიას სკანდალური მიმართვა ე.წ. კანონიერ ქურდებს

"ვემ­ზა­დე­ბით ლა­ვა­ს­ოღ­ლე­ბის და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად. არ ვი­ცხოვ­რებთ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი და კრი­მი­ნა­ლი იქ­ნე­ბა დო­მი­ნან­ტი. არ დაბ­რუნ­დე­ბა 90-იანი წლე­ბი. ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს სა­ხე­ში სილა მოხ­ვდე­ბა ქარ­თვე­ლი ერის­გან და ამას მე პი­რა­დად სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ.

განა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც არ იცი­ან, რომ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა მის­ცა და თან ათა­ნამ­შრომ­ლებს სუს-თან? რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლი ხარ და ხე­დავ, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვი მოჰ­ყავს, ძა­ლა­დო­ბენ და ვე­რა­ფერს აკე­თე­ბენ. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს ტყვე­ო­ბა­ში ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი. კრი­მი­ნა­ლი არის და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი, რო­მე­ლიც უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის ბა­თუმ­ში - ვი­ღაც ლა­ვა­ს­ოღ­ლი. რა­ტომ უნდა იცოდ­ნენ ვი­ღაც კრი­მი­ნა­ლის, მო­ძა­ლა­დის, ჩემი და თქვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის მომ­პა­რა­ვის სა­ხე­ლი და გვა­რი უმ­ცრო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა? ვერ­ცერ­თი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვერ გა­ი­ხა­რებს. ლა­ვა­ს­ოღ­ლი, ყო­ფას გი­ტი­რებ, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბი, ყო­ფას გი­ტი­რებ“, - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­ზა­ნია კრი­მი­ნა­ლი­სა და კო­რუფ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბა.

„74 წლის მა­მას­თან ერ­თად ამ ბრძო­ლა­ში თქვენ­თან ერ­თად იმის­თვის არ შე­მო­ვე­დი, რომ ვი­ღაც კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა წა­ი­ღონ ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი, გა­მო­რი­ცხუ­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლია. კვლავ გვი­წევს კი­ა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის, კრი­მი­ნა­ლე­ბის და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მარ­ცხე­ბა. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი და, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ გვი­წევს მე­ო­რე წრე­ზე წას­ვლა, მაგ­რამ კიდე უფრო მე­ტად გა­აზ­რე­ბით ვი­ცით რა­საც ვა­კე­თებთ.

ყო­ფას გი­ტი­რებთ კა­ნო­ნი­ე­რო ქურ­დე­ბო. ამ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ჭა­ჭა­ნი ვერ იქ­ნე­ბა. ჩვენ გვინ­და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და მათ უნდა ჰქონ­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე წას­ვლის და ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მალე გვე­ზე­ი­მოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა მალე სა­ხე­ზე გვექ­ნე­ბა“, - თქვა ნიკა მე­ლი­ამ“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.