loader

"წერილი მაქვს მისთვის გადასაცემი" - რა წერია წერილში, რომელიც პატრიარქმა სააკაშვილს ციხეში გაუგზავნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წერილი მაქვს მისთვის გადასაცემი" - რა წერია წერილში, რომელიც პატრიარქმა სააკაშვილს ციხეში გაუგზავნა

კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მისულმა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. მან პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ილია II-ის წერილი მიუტანა.

"წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა ბოტკოველმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს ვერ სთხოვს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან ამის უფლება ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის.