loader

"ჩვენ თქვენ მკვლელებად აღგიქვამთ, წადით აქედან!" - თურქეთში ამერიკელ მეზღვაურს ნაგავი დაუშინეს და თავზე პარკი ჩამოაცვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ თქვენ მკვლელებად აღგიქვამთ, წადით აქედან!" - თურქეთში ამერიკელ მეზღვაურს ნაგავი დაუშინეს და თავზე პარკი ჩამოაცვეს

სტამბულში თურქეთის ახალგაზრდა კავშირის წევრები, რომლებიც აშშ-ის სამხედროების მათ ქვეყანაში ყოფნას აპროტესტებენ, ამერიკელ მეზღვაურს თავს დაესხნენ.

ინციდენტის ვიდეო Atilim TV-მ გამოაქვეყნა. 

ამერიკელი სამხედრო სეირნობის დროს სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი. მას მიუახლოვდნენ კავშირის წევრები, ჯერ ხელს ჰკრავდნენ და ნაგავს ესროდნენ, შემდეგ კი პარკი ჩამოაცვეს თავზე და აედევნენ.

სტამბულის გუბერნატორის ოფისში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტის გამო 17 ადამიანი დააკავეს.