loader

ახალი დეტალები ხობში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელმა პოლიციელი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები ხობში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელმა პოლიციელი მოკლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს განყოფილების შენობაში კოლეგამ ესროლა.

ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციის თანამშრომელს კოლეგამ 10-ზე მეტი ტყვია ესროლა.

როგორც ირკვევა, მომხდარში მონაწილე ორივე პირი ერთი სოფლის მკვიდრია. ისინი მეზობლები იყვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"ორივე ერთ სოფელში ცხოვრობდა, ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. ერთად მუშაობდნენ. თვითონ დააწყებინა მასთან მუშაობა და აი, რა შედეგით დასრულდა. შუა დღეს უჩხუბიათ. საღამოს კი მკვლელი მივიდა განყოფილებაში და 14 ტყვია დაახალა. როგორც ვიცით, უკვე ჩაბარდა პოლიციას", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: მაიკო ძაგანია