loader

პირადი ექიმის განცხადებით, ამ ეტაპზე ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირადი ექიმის განცხადებით, ამ ეტაპზე ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია


პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში მეხუთე დღეა შიმშილობს, პირადმა ექიმმა, მაია ცანავამ მოინახულა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, შესაძლოა, მოგვიანებით, დამატებითი კვლევები დასჭირდეს.

„ამ ეტაპზე ელენეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინდელთან შედარებით, თავს ოდნავ სუსტად გრძნობს. სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება. იღებს სითხეს, მედიკამენტებს, ვიტამინებს და მსგავს რამეს არ იღებს. დინამიკაში მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შეიცვლება და შესაძლებელია დადგეს დამატებითი კვლევების, მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროება“, - განუცხადა ცანავამ.